Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,   „ო“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის   2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების      მართვის      საინფორმაციო      სისტემის      შექმნისა       და ადმინისტრირების წესისა  და  პირობების“   მე-7  მუხლის   მე-2  პუნქტის,  სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის  27 დეკემბრის  N245/2018 დადგენილებით  დამტკიცეული  ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’  მე-3 მუხლის,  თსუ რექტორის 2026 წლის 21 იანვრის “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში    2025-2026 სასწავლო წლის    გაზაფხულის    სემესტრში     დოქტორანტურის     საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების  განსაზღვრის  შესახებ“   N160/01-01 ბრძანებისა  და ძირითადი  საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩაირიცხონ     სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში      2025-2026 სასწავლო     წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე,  ძირითადი   საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად დოქტორანტობის შემდეგი კანდიდატები:


1.1.ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.იურიდიული  ფაკულტეტი  (დანართი №2);
1.3.მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი №3);

2.    ჩაითვალონ  ჩარიცხულად    სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, ორი თვის  ვადაში შესაბამისი  დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი   დოკუმენტის  აღიარება/დადასტურება)   წარმოდგენის შემთხვევაში  წინამდებარე ბრძანების N4 დანართის შესაბამისად (დანართი N4);
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი  მიზნების მიღწევამდე;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია